სერვის ექსპერტი - ციფრული ბიზნესის განვითარება

ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგა

თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკის ეჯაილ გუნდებში ვეძებთ სერვის ექსპერტს.


შენ შეგეძლება იმუშაო საუკეთესო ციფრული პროდუქტების განვითარებაზე ძალიან მეგობრულ და შეკრულ გუნდთან ერთად.

გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.


ვის ვეძებთ:


  • თუ ხარ ენერგიული და მოტივირებული და მუდმივად ეძებ ახალ გამოწვევებს;

  • გაქვს უნარი, იმუშაო ერთდროულად რამდენიმე პარარელურ პროექტზე;

  • გაქვს საუკეთესოანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;

  • ხარ თვითორგანიზებული, ინიციატივიანი;

  • პრობლემებზე ფიქრის ნაცვლად, მათ გადაჭრაზე ფიქრობ;

  • გაქვს სამუშაო გამოცდილება ციფრული პროდუქტების განვითარების მიმართულებით;

  • გაქვს ბიზნეს პროცესების ანალიზის გამოცდილება.


რას გააკეთებ?


  • მიიღებ აქტიურ მონაწილეობას მობაილ და ინტერნეტბანკის განვითარების იდეების გენერირებაში;

  • ეჯაილ გუნდში იქნები ციფრული პროდუქტების product owner, და გექნება სრული პასუხისმგებლობა მათ განვითარებასა და გაუმჯობესებაზე;

  • გააანალიზებ პროდუქტისმოთხოვნების რეალიზაციის შესაძლებლობებს;

  • შეაგროვებ მოთხოვნებს და გააანალიზებ დასასახ ამოცანებს მონაწილე მხარეებთან ერთად ინტერვიუებისა და შეხვედრების საშუალებით;

  • შეიმუშავებ პროდუქტის კონცეფციას და შექმნი ბრიფს;

  • შექმნი მომხმარებლის ინტერფეისის აღწერილობას (ამისთვის აქტიურად იმუშავებ UX/UI დიზაინერებთან).

  • გარკვეულ შემთხვევებში შეასრულებ პროექტის მენეჯერის ფუნქციას;

  • საკუთარი ინიციატივთ, თითქმის სრული დელეგირებით უზრუნველყოფ პროექტის სრულ ციკლს - მოთხოვნის ჩამოყალიბების ფაზიდან- საბოლოო ტესტირებამდე და პროექტის ჩაბარებამდე.


კარგი იქნება რომ გქონდეს:


  • ეჯაილ გუნდში მუშაობის გამოცდილება.

  • პროგრამული უზრუნველყოფის ან ციფრული პროდუქტის (web, app) შექმნის გამოცდილება;

  • UX-ზე მუშაობის გამოცდილება, უახლესი ტრენდების და Design Guideline-ების ცოდნა - ჩაითვლება უპირატესობად.





გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998;ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcbank.com.ge;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი

© 2020 TBC Bank