ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი - ციფრული ბანკინგის გუნდი
თიბისის ციფრული ბანკინგის ეჯაილ (Agile) გუნდში ვეძებთ ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერს, რომელიც იმუშავებს ავტომატური ტესტების შექმნასა და განვითარებაზე
ვის ვეძებთ:
· თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;
· გაქვსJava, Javascript ან სხვა პროგრამირების ენის ცოდნა და გამოცდილება;
· გაქვს ვებ სერვისებთან (SOAP, REST) ან API ტესტირებასთან მუშაობის გამოცდილება;
· გაქვს რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია Microsoft SQL Server);
· გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და ახალი გადაწყვეტების შექმნა;
· გაქვს ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
· არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
· გაქვს სიახლეების სწრაფად ათვისების და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
· შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად;
რას გააკეთებ?
· ჩაერთვები ავტომატური ტესტების დეველოპმენტში Open Source ინსტრუმენტების გამოყენებით;
· Devops ინსტრუმენტების გამოყენებით უზრუნველყოფ ავტომატური ტესტების ჩართვას continuous integration პროცესში;
· შეიტან ცვლილებებს არსებულ იმპლემენტაციებში;
· ჩაერთვები Performance ტესტირების პროცესში და გასცემ რეკომენდაციებს სისტემის სანდოობასა და მასშტაბირებადობაზე;
· ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს მოთხოვნების და ამოცანების ანალიზში;
· მონაწილეობას მიიღებ გუნდის საერთო რესურსების, ბიბლიოთეკების, დეველოპმენტის პრინციპებისა და მიდგომების განვითარებაში;
კარგი იქნება:
· იცნობდე Selenium Webdriver / Selenide ინსტრუმენტებს;
· გქონდეს Performance ტესტირების ზოგადი ცოდნა;
· გქონდეს ვერსიის კონტროლთან მუშაობის გამოცდილება (Git, TFS);
რას გთავაზობთ:
· დამოუკიდებელ და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
· კომპეტენციის მუდმივ ზრდას ტრენინგებითა და სემინარებით.