მონაცემთა ბაზის დეველოპერი

ეჯაილ გუნდში ვეძებთ მონაცემთა ბაზის დეველოპერს.

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე,

გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები;


ვის ვეძებთ:

· თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;

· გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და ახლი გადაწყვეტების შექმნა;

· გაქვს რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია Microsoft SQL Server);

· გაქვს ანალიტიკური მონაცემთა მოდელების და სტრუქტურების პროექტირების და შექმნის გამოცდილება;

· გაქვს ETL პროცესების და პაკეტების აწყობის გამოცდილება (სასურველია Microsoft SQL Server Integration Services (SSIS));

· არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;

· შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.


რას გააკეთებ?

· ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს მოთხოვნების და ამოცანების ანალიზში;

· მონაწილეობას მიიღებ ანალიტიკური მონაცემთა მოდელების და სტრუქტურების პროექტირებაში და შექმნაში;

· განავითარებ ახალ და არსებულ მონაცემთა ბაზებს, Data mart-ებს, ETL პროცესებს და პაკეტებს;

· მონაწილეობას მიიღებ ანალიტიკური რეპორტების შექმნასა და განვითარებაში;

· მხარს დაუჭერ პროგრამული ცვლილებების ტესტირებას;

· მონაწილეობას მიიღებ გუნდის საერთო რესურსების, დეველოპმენტის პრინციპების და მიდგომების განვითარებაში.


კარგი იქნება რომ გქონდეს:

· Data Warehouse-ის დეველოპმენტის პრინციპების და კონცეფციების ცოდნა;

· SQL Server Reporting Services (SSRS)-თან მუშაობის გამოცდილება;

· SQL Server Analysis Services (SSAS)-თან მუშაობის გამოცდილება;

· Microsoft Power BI-თან მუშაობის გამოცდილება.